L'Equipe-ის ინფორმაციით, ადრიენი ზლატანს აბრაზებდა, რომელიც, თავდაპირველად, პარტნიორს აიგნორებდა, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ფეხბურთელები გუნდის კაპიტანმა ტიაგო სილვამ გააშველა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩსა და რაბიოს შორის ეს პირველი კონფლიქტი არაა - ფეხბურთელებმა 2015 წლის ზაფხულში აშშ-ში გამართულ ტურნეზეც წაიკამათეს.