წყაროს ცნობით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას უკვე შვიდი თვეა მარტინოსთვის ხელფასი არ გადაუხდია. თავად "ალბისელესტეს" თავკაცმა ეს ინფორმაცია ESPN -თან ინტერვიუში არ უარყო, კითხვას კი უპასუხა: "ამ თემაზე ვერაფერს მოგახსენებთ".
მარტინომ არგენტინის ეროვნული გუნდი 2014 წელს ჩაიბარა. მანამდე ის პარაგვაის ნაკრებს წვრთნიდა, კლუბებიდან კი "ნიუელს ოდ ბოიზსა" და "ბარსელონაში" უმუშავია.