ლიგა 1. ბოლო ტური: იბრაჰიმოვიჩისა და დი მარიას რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "ლიონი" კი გაანადგურა, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. სამწუხაროდ, რეიმსელები გავარდნენ. ისინი "ტრუას" მიჰყვნენ და თან "გაზელეკ აიაჩოც" გაიყოლეს, რომელმაც თავისი მატჩი ვერც კი მოიგო, კორსიკელებს რომც ემარჯვათ, ვერ გადარჩებოდნენ, რადგან ბურთების სხვაობით საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ "ტულუზს", რომელმაც თავისი შეხვედრა ძნელად, მაგრამ მაინც მოუგო "ანჟერს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასე რომ, გვიან გამოღვიძებულმა ტულუზელებმა თავისას მაინც მიაღწიეს, ვისამ ბენ იედერი და მისი მეგობრები ლიგა 1-ში რჩებიან.

"პარი სენ-ჟერმენმა" სეზონი "ნანტთან" საჩვენებელი გამარჯვებით დააგვირგვინა და ჯამში 100 გოლსაც ასცდა, ხოლო ზლატან იბროჰიმოვიჩმა
საკუთარ მონაგარს 2 ბურთიც დაამატა და საბოლოოდ, სეზონი 38 გოლით დაასრულა (საკლუბო რეკორდი).

იბრაკადაბრასა და დანარჩენებს შორის სხვაობა იმითაც ნათლად ჩანს, რომ ბომბარდირთა დავაში მეორეზე გასულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა სეზონი 21 გოლით დაამთავრა, ხოლო თანაკლუბელ ედინსონ კავანის ზლატანმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით აჯობა, ურუგვაელს სულ 19 გოლი დაუგროვდა. საუკეთესო ასისტენტი ანხელ დი მარია გახდა. არგენტინელმა 18 საგოლე პასი დააგროვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მონპელიესთან" შეხვედრაში "მონაკომ" პირველივე ტაიმში მოაგვარა ყველაფერი და "ლუი მეორის" ბინადრებმა მესამე ადგილი დაიცვეს. თავიანთი მატჩი ნიცელებმაც მოიგეს, მაგრამ კლოდ პუელის გუნდი მონეგასკებს 2 ქულით ჩამორჩა.

"სენტ ეტიენისა" და "ლილის" პრინციპულ და დაძაბულ ორთაბრძოლაში ერთადერთი გოლი გავიდა, ლილელებმა ედერის პენალტით იმარჯვეს, "მწვანეებს" გადაასწრეს და სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს. "ლილმა" ბოლო 11 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო, ისიც პსჟ-სთან.

მე-7 პოზიციაზე ისკუპა "კაენმა", რაც ამ კლუბისთვის მშვენიერი შედეგია. ათეულში მოხვდა "ანჟერიც". აი, "ბორდომ" და "მარსელმა" კი სეზონი ცხრილის მეორე ნახევარში დაასრულეს.

ანჟერი-ტულუზი 2:3
გოლები: 1:0 კეტკეოფომფონე (12), 1:1 ბენ იედერი (59), 2:1 ბენრამა (63), 2:2 ბრეიტვეიტი (78), 2:3 ბოდიგერი (80)

მონაკო-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 ივან კავალეირო (3), 2:0 ფაბინიო (32-პენ)

სტ. ეტიენი-ლილი 0:1
გოლი: ედერი (41-პენ.)

გენგამი-ნიცა 2:3
გოლები: 0:1 პლეა (2), 1:1 ერდინჩი (19), 1:2 სერი (45), 2:2 ჟენევუა (55 ს.კ.), 2:3 პლეა (61)

ტრუა-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 კამიუ (10), 1:1 ფლეტჩერი (61)

ლორიანი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 მუკანჯო (27)

პსჟ-ნანტი 4:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (17), 2:0 ლუკასი (43), 3:0 მარკინიოსი (52), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (89)

კაენი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 დელორი (14-პენ)

რეიმსი-ლიონი 4:1
გოლები: 1:0 მანდი (14), 2:0 დიეგო (34), 3:0 თურანი (51), 4:0 კიეი (56-პენ), 4:1 კორნიე (63)

რენი-ბასტია 1:2
გოლები: 0:1 კამანო (21), 0:2 კამანო (52), 1:2 პედრო ენრიკე (82)

ბომბარდირი: 38 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი).
სხვები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 19 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ატემ ბენ არფა (ნიცა), მიში ბატშუაი (მარსელი); ვისამ ბენ იედერი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული