"სევილიას" ბასკი თავკაცი პსჟ-ს მწვრთნელობას ლორან ბლანისგან გადაიბარებს. უნაი ემერი უკვე პარიზშია მოლაპარაკებაზე, პარიზელები მზად არიან, ანდალუსიელებს კომპენსაციის სახით, 2 მილიონი ევრო გადაუხადონ.
44 წლის ემერიმ "სევილიასთან" ერთად ევროპალიგის გამარჯვებული გახდა. შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"