09:37 13-08-2016
ლიგა 1. I ტური: "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატი ბასტიაში მოგებით გახსნა [VIDEO]
AutoSharing Option
ჩემპიონატის გახსნით მატჩში, რომელიც ბასტიაში, სტადიონ "არმანდ ჩეზარიზე" გაიმართა, ადგილობრივმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე პარიზელთა მცველმა ლეივინ კურზავამ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს პსჟ-ის პირველი მატჩი იყო ლიგა 1-ში ახალი მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით. ამასთან, ამ შეხვედრაში პარიზელთა რიგებში შედგა ხესე როდრიგესის დებიუტიც, რომელიც ფრანგულ გუნდში "რეალიდან" გადავიდა.
დღის მეორე შეხვედრაში "მონაკომ" "ლუი II"-ზე "გენგამს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ანგარიში 29-ე წუთზე სტუმრებმა მუსტაფა დიალოს გოლით გახსნეს, 37-ზე კი ორბურთიანი უპირატესობა სლოან პრივას გარჯით მოიპოვეს. "მონაკომ" სხვაობა 71-ე წუთზე ფაბინიოს ზუსტი პენალტით შეამცირა, 84-ე წუთზე კი მასპინძლებს ქულა ბერნარდუ სილვამ გადაურჩინა.
ლიგა 1-ის I ტურის დანარჩენი შეხვედრები 13 და 14 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული