ლიგა 1. I ტური: "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატი ბასტიაში მოგებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აგვისტოს სტარტი აიღო საფრანგეთის ლიგა 1-ის 2016/17 წლების სეზონმა.

ჩემპიონატის გახსნით მატჩში, რომელიც ბასტიაში, სტადიონ "არმანდ ჩეზარიზე" გაიმართა, ადგილობრივმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე პარიზელთა მცველმა ლეივინ კურზავამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს პსჟ-ის პირველი მატჩი იყო ლიგა 1-ში ახალი მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით. ამასთან, ამ შეხვედრაში პარიზელთა რიგებში შედგა ხესე როდრიგესის დებიუტიც, რომელიც ფრანგულ გუნდში "რეალიდან" გადავიდა.

დღის მეორე შეხვედრაში "მონაკომ" "ლუი II"-ზე "გენგამს" უმასპინძლა და ფრეს
დასჯერდა - 2:2. ანგარიში 29-ე წუთზე სტუმრებმა მუსტაფა დიალოს გოლით გახსნეს, 37-ზე კი ორბურთიანი უპირატესობა სლოან პრივას გარჯით მოიპოვეს. "მონაკომ" სხვაობა 71-ე წუთზე ფაბინიოს ზუსტი პენალტით შეამცირა, 84-ე წუთზე კი მასპინძლებს ქულა ბერნარდუ სილვამ გადაურჩინა.

ლიგა 1-ის I ტურის დანარჩენი შეხვედრები 13 და 14 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული