კრიზისიდან გამოდის "ლიონი", რომელმაც სტუმრად ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლის წყალობით დაამარცხა "ტულუზი" - 2:1. არადა, ბოლო ნახევარ საათზე მეტი სტუმრებმა 10 კაცით ითამაშეს.
"სენტ ეტიენმა" და "მონაკომ" ქულები გაიყვეს. სტუმრები კამილ გლიკმა დააწინაურა, მაგრამ ლოიკ პერენმა მალევე გაათანაბრა - 1:1. "მონაკო" პსჟ-ს ქულებით გაუთანაბრდა, წინ კი ისევ "ნიცაა", რომელიც დღეს "ნანტს" მასპინძლობს.
შაბათი. 29 ოქტომბერი
ტულუზი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (15-პენ), 1:1 ჟულიენი (26), 1:2 ლაკაზეტი (52)
გაძევება: რაფაელი (56. ლიონი)
ნანსი-კაენი 2:0
სტ. ეტიენი-მონაკო 1:1
გოლები: 0:1 გლიკი (5), 1:1 პერენი (18)
ლორიანი-მონპელიე 2:2
გოლები: 1:0 ზ. ტურე (16), 2:0 მარვო (24), 2:1 კამარა (45), 2:2 სანსონი (69)
ბასტია-დიჟონი 0:0
გენგამი-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 დე პაუ (78)
პარასკევი. 28 ოქტომბერი
ლილი-პსჟ 0:1
კვირა. 30 ოქტომბერი
ნიცა-ნანტი 18:00
რენი-მეცი 20:00
მარსელი-ბორდო 23:45
1. ნიცა - 26 ქულა; 2. მონაკო - 23; 3. პსჟ - 23; 4. გენგამი - 20; 5. ტულუზი - 18.