საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური: პსჟ "ნიცას" კვალში უდგას

AutoSharing Option
საფრანგეთში შუა კვირაში ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა. ლიდერმა "ნიცამ" სტუმრად მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა "გენგამი". მატჩის დასაწყისშივე თავი მაროკოელმა იუნეს ბელჰანდამ გამოიჩინა. მარიო ბალოტელის კვლავ ტრავმის გამო არ უთამაშია.

"ნიცას" უკვე სამი ქულით ჩამორჩა "მონაკო", რომელმაც მოულოდნელად, ვერ შეძლო სტუმრად "დიჟონის" დამარცხება.

პსჟ-ს ჯავრი საბრალო "ნანტზე" იყარა "ლიონმა", რომელმაც სტუმრად 6:0 მოიგო. ბრეტანელთა კარში გოლები ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის მთავარმა მეგოლე ალექსანდრ ლაკაზეტმა, ვინც პენალტით გამოიჩინა თავი.

ლაკაზეტს, რომელიც ბომბარდირობისთვის იბრძვის, პენალტითვე უპასუხა ედინსონ კავანიმ, რომელიც 14 გოლით ბომბარდირთა
დავის ლიდერია, მისმა "პარი სენ-ჟერმენმა" კი "ანჟერი" 2:0 დაამარცხა და "ნიცასთან" ისევ ქულა აშორებს.

ბასტია-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ბიფუმა (49), 1:1 ლაბორდი (78)
გაძევება: მარანჟი (82. ბასტია)

გენგამი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 ბელჰანდა (5)

ნანსი-მეცი 4:0
გოლები: 1:0 პედრეტი (38), 2:0 კუფო (78), 3:0 დია (80), 4:0 აიტ ბენასერი (92)

ნანტი-ლიონი 0:6
გოლები: 0:1 ტოლისო (16), 0:2 ლაკაზეტი (39-პენ), 0:3 გონალონი (41), 0:4 ვალბუენა (60), 0:5 დიაქაბი (75), 0:6 ფეკირი (81)

სტ. ეტიენი-მარსელი 0:0

ტულუზი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 სილა (19)

პსჟ-ანჟერი 2:0
გოლები: 1:0 ტ. სილვა (34), 2:0 კავანი (66-პენ)
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, ტ. სილვა, კიმპემბე, მაქსველი - ტ. მოტა, კრიხოვიაკი - ლუკასი (87. კალეგარი), ბენ არფა, იკონე (58. ხესე) - კავანი (76. ოგიუსტენი)

ბომბარდირები: 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 8 - ალესან პლეა (ნიცა); 7 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული