ლიგა 1. XVIII ტური: მარიო ბალოტელი "ნიცას" სანტა კლაუსია [VIDEO]

AutoSharing Option
ლუსიენ ფავრის "ნიცა" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, რაც მარიო ბალოტელის დამსახურებაა. იტალიელმა "დიჟონის" კარში დუბლი შეასრულა, "ნიცამ" კი 2:1 მოუგო მეტოქეს, რომელმაც თამაში 10 კაცით დაასრულა. ბალოტელის, რომელმაც ტრავმის გამო საკმაოდ გამოტოვა, უკვე 8 გოლი დაუგროვდა ლიგა 1-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ლიონელთა საუკეთესო ფეხბურთელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტი ვერ გაიტანა, "ლიონმა" მაინც დამაჯერებლად დაამარცხა სტუმრად "მონაკო" ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში - 3:1.

"პარი სენ-ჟერმენს" აშკარა კრიზისი აქვს, გუნდმა სტუმრად "გენგამთან" წააგო 1:2 - ზედიზედ მესამე ტურია, პსჟ ვერ იგებს.

მეორე ტაიმში იანის სალიბურმა
და ნილ დე პაუმ გაიტანეს სტუმართა კარში, ხოლო "გენგამის" ვარსკვლავმა, მცველმა ლუკა დუმ გოლები მასპინძელთა ფანებთან ერთად, მეგაფონით "შეიარაღებულმა" აღნიშნა. ედინსონ კავანის მე-17 გოლმა სეზონში უნაი ემერის გუნდს ვერ უშველა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნაი ემერი (პსჟ): "მატჩის დასაწყისში ორი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე გაშვებული ბურთის მერე საკუთარი ძალების რწმენა დავკარგეთ. ახლა პსჟ-სთვის რთული დროა, მაგრამ მე ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ გამომივლია ასეთი დრო. ჩემპიონატი 38 ტურისგან შედგება, დარწმუნებული ვარ, გუნდი გამოასწორებს ვითარებას. ვიცი, რომ გუნდის პრეზიდენტს ჩვენი იმედი ისევ აქვს".

"კაენისა" და "მეცის" დაპირისპირება შაბათს უამინდობის გამო ვერ გაიმართა და ის გუშინ შედგა და "კაენის" სრული ტრიუმფით დასრულდა - 3:0.

როგორც იქნა, "ამოყვინთა" "მარსელმა", რომელმაც ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. სამხრეთელებმა ლიგის ყველაზე ჩრდილოური კლუბი, "ლილი" დაამარცხეს ბაფეტიმბი გომისისა და ფლორიან ტოვენის გოლებით - 2:0.

ლიგა 1. XVIII ტური
ანჟერი-ნანტი 0:2
გოლები: 0:1 ჟილე (18), 0:2 ჰარითი (48)

გენგამი-პსჟ 2:1
გოლები: 1:0 სალიბური (66), 2:0 დე პაუ (70), 2:1 კავანი (80)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ვერატი, ტ. მოტა (46. კრიხოვიაკი), მატუიდი - დი მარია (62. ლუკასი), კავანი, ნკუნკუ (72. ოგიუსტენი)

ლორიანი-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 ფილიპოტო (39), 2:0 კაბო (91), 2:1 პაჟო (92)
გაძევება: მულენი (10. სტ. ეტიენი)

მონპელიე-ბორდო 4:0
გოლები: 1:0 ლანე (13), 2:0 სესენიონი (20), 3:0 მონიე (84), 4:0 სილა (93)
გაძევება: მენეზი (38. ბორდო)

ტულუზი-ნანსი 1:1
გოლები: 0:1 აიტ ბენასერი (33), 1:1 ჟულიენი (85)

რენი-ბასტია 1:2
გოლები: 0:1 კრიველი (59), 0:2 დანიჩი (63), 1:2 სიო (71)

კაენი-მეცი 3:0
გოლები: 1:0 კარამო (20), 2:0 სანტინი (61), 3:0 სანე (93)

ნიცა-დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 ბალოტელი (32-პენ), 1:1 ტავარეში (37-პენ), 2:1 ბალოტელი (50)
გაძევება: ვარო (88. დიჟონი)

მარსელი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 გომისი (56), 2:0 ტოვენი (61)

მონაკო-ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ღეზალი (29), 0:2 ვალბუენა (65), 1:2 ბაკაიოკო (70), 1:3 ლაკაზეტი (87)
გამოუყენებელი პენალტი: ლაკაზეტი (56. ლიონი)
გაძევება: მენდი (39. მონაკო)

ბომბარდირები:
17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 12 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 10 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ალასან პლეა (ნიცა); 9 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული