"კატეგორიულად უარვყოფ, რომ ჩილესთან მატჩში არბიტრის ასისტენტს შევაგინე.
არბიტრის ასისტენტს, რომელიც ეროვნებით ბრაზილიელია, შესანიშნავად ესმოდა, რას ვეუბნებოდი.
ჩვენ მეგობრულადაც კი ვსაუბრობდით და ამასთან ერთად, მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.
ჩემი ეს უწმაწური სიტყვები მის მიმართ არ იყო ნათქვამი. უბრალოდ, ჰაერში ვლაპარაკობდი ამას, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი", - წერია მესის წერილში.
- რა შეაგინა ლიონელ მესიმ
შეგახსენებთ, რომ ფიფამ მესის გინების გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღსანიშნავია, რომ არგენტინისა და ჩილეს მატჩის მომსახურე ყველა არბიტრმა განაცხადა, რომ მათ მიმართ შეურაცხყოფა არ ყოფილა.
მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით