ლიონელ მესიმ ფიფას წერილი მისწერა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ფიფას წერილი მისწერა, სადაც ჩილეს (1:0) ნაკრებთან მატჩში გინების გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამასთან ერთად, უარყო ის ფაქტი, რომ გვერდითა მსაჯს აგინა.

"კატეგორიულად უარვყოფ, რომ ჩილესთან მატჩში არბიტრის ასისტენტს შევაგინე.

არბიტრის ასისტენტს, რომელიც ეროვნებით ბრაზილიელია, შესანიშნავად ესმოდა, რას ვეუბნებოდი.

ჩვენ მეგობრულადაც კი ვსაუბრობდით და ამასთან ერთად, მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

ჩემი ეს უწმაწური სიტყვები მის მიმართ არ იყო ნათქვამი. უბრალოდ, ჰაერში ვლაპარაკობდი ამას, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი", - წერია მესის წერილში.

- რა შეაგინა ლიონელ მესიმ
მსაჯს - 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიზეზი [VIDEO]


შეგახსენებთ, რომ ფიფამ მესის გინების გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღსანიშნავია, რომ არგენტინისა და ჩილეს მატჩის მომსახურე ყველა არბიტრმა განაცხადა, რომ მათ მიმართ შეურაცხყოფა არ ყოფილა.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ შეუგინებია დააგინა
gamrkvevi
14:48 30-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული