ერნან კრესპო: რატომ ვერ თამაშობს იგუაინი? ფსიქოლოგს უნდა ჰკითხოთ და არა მე

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ერნან კრესპოს მიაჩნია, რომ გონსალო იგუაინს ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები აქვს და ნაკრებში იმიტომ ვერ თამაშობს ისევე კარგად და შედეგიანად, როგორც საკლუბო დონეზე.

მისი აზრით, პიპიტა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და სხვა მნიშვნელოვან მომენტებში გაცუდებულ მომენტებს ვერ ივიწყებს.

"თუ რატომ ვერ თამაშობს იგუაინი, ფსიქოლოგს უნდა ჰკითხოთ და არა მე. ტექნიკური კუთხით სალაპარაკოც არაფერია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჯაჭვური რეაქციის მსგავს რაღაცასთან გვაქვს საქმე.

ფინალში ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ეს რ
თული გადასატანია.

უნდა გავარკვიოთ, აქვს თუ არა გონსალოს საჭირო მენტალური თვისებები იმისა, რომ ეს დაივიწყოს", - ამბობს კრესპო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული