Ole: არგენტინის ნაკრებიდან ედგარდო ბაუსას უშვებენ და ხორხე სამპაოლის ნიშნავენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი "სევილიას" დამრიგებელი ხორხე სამპაოლი გახდება, - ამტკიცებს გამოცემა Ole.

წყაროს ცნობით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) 57 წლის სპეციალისტის ეროვნულ გუნდში დანიშვნის შესახებ ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაცხადებს. ვარაუდობენ, რომ არგენტინელი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო დონეზე ჩილეში უმუშავია (2012-2016 წლებში) ხუთწლიან კონტრაქტს მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სამპაოლიმ აღიარა, რომ დიდი სიამოვნებით უმუშავებდა არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესისთან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ედგარდო ბაუსას გათავისუფლება
გადაწყვიტა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გასული 14 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს სატურნირო ცხრილში 22 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული