არეულობა ლუკას მოურას მაისურის გამო

AutoSharing Option
"კურიტიბა"-"სან პაულოს" მატჩის დასრულების შემდეგ (1:1) ლუკას მოურა ტრიბუნებისკენ გაემართა, სადაც მასპინძელთა 12 წლის ქომაგი გოგონა მას მაისურს სთხოვდა.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იანვარში "პარი სენ-ჟერმენში" გადავა, გოგონას სურვილი აუსრულა და მაისური აჩუქა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ტრიბუნაზე არეულობა - "კურიტიბას" გაბრაზებული ქომაგები 12 წლის გულშემატკივარს და მის მამას მიეჭრნენ, ლუკასის მაისური ხელიდან გამოგლიჯეს და მოედანზე გადააგდეს.

"სან პაულოს" ლიდერი იმედგაცრუებული დარჩა:

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი. 12 წლის გოგონამ სურათის გადაღება და ავტოგრაფი მთხოვა, შემდეგ კი მე
მას მაისური ვაჩუქე. "კურიტიბას" გულშემატკივ
რებს კი მისი და მამამისის ცემა სურდათ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გულშემატკივრებს შეიძლებოდა მსგავსი რეაქცია ჰქონოდათ" - განაცხადა ლუკასმა.

ამ ისტორიას საბოლოოდ "ჰეფი ენდი" ჰქონდა. პატარა გულშემატკივარმა საწადელი მაინც აისრულა - ის კლუბის და ტელევიზიების დახმარებით ლუკასს სტადიონის გვირაბში შეხვდა და სასურველი მაისურიც მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული