4 ოქტომბერს დეტალები გაირკვა: გადაწყვეტილება კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა აზიზ ილდირიმმა სულ რაღაც სამ წუთში მიიღო.
მოვუსმინოთ ალექსს: "მე პრეზიდენტის ოფისში 16:15-ზე მივედი და 16:18-ზე უკან გამოვედი. კლუბში რვა წელი გავატარე, მან კი ყველაფერი სამ წუთში გადაწყვიტა".
ბოლო ტურის შეხვედრაში "კასიმფაშასთან", რომელიც "ფენერმა" 0:2 წააგო, ალექსი მწვრთნელმა აიკუთ ქოჩამანმა შესვენებისას შეცვალა.
"ორშაბათს, როდესაც ვარჯიშზე მივედი, გამომიცხადეს, რომ პირველ გუნდში აღარ ვივარჯიშებდი. მე მწვრთნელთან მივედი და განვუცხადე, რომ სპორტსმენის
პრესასა და გულშემატკივრებში გავრცელდა ჭორი, რომ 35 წლის ფეხბურთელის მოძულების მთავარი მიზეზი მისი შედეგიანობა იყო.
დიახ, არ გაგიკვირდეთ, ქოჩამანი წარსულში ფეხბურთელი იყო და თურქეთის ჩემპიონატში "ფენერბაჰჩეს" საუკეთესო ბომბარდირია.
ალექსი კი ძალიან ახლოს იყო მისი შედეგის დამხობასთან. ქოჩამანმა მსგავსი ჭორები, რა თქმა უნდა, უარყო და განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი ფეხბურთელის სათამაშო ფორმა და ასაკი იყო.
"ფენერბაჰჩეს" ქომაგები ალექსთან გამომშვიდობებას მშვიდად ვერ შეხვდნენ - ისინი მთელი ღამის განმავლობაში აზიზ ილდირიმის გამოსახულებიან ბანერებს წვავდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"