არგენტინაში "სუპერკლასიკო" ჩაიშალა

AutoSharing Option
4 ოქტომბერს არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს "სუპერკლასიკო დას ამერიკის" ეგიდით მეორე მატჩი უნდა გაემართათ.

ეს არის ორმატჩიანი ტურნირი, რომლის პირველ შეხვედრაშიც ბრაზილიამ ნეიმარის მიერ ბოლო წუთზე გატანილი პენალტის წყალობით 2:1 მოიგო.

საპასუხო შეხვედრა არგენტინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ხელოვნური განათების გაუმართაობის გამო შეხვედრა საბოლოოდ არ შედგა.

ორივე ნაკრები ბრაზილიის და არგენტინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

მოთამაშეები და გულშემატკივრები სიტუაციის გამოსწორებას საათზე მეტხანს ელოდნენ, მაგრამ "რეზისტენსიას" განათებას არაფერი ეშველა. საბოლოოდ მატჩის ჩილელ არბიტრს ენრიკე ოსესს ეს ყველაფერი მობეზრდა და შეხვედრა გაუქმებულად
გამოაცხადა.

ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის, თუ როდის გაიმართება ეს მატჩი, რადგან ორივე ქვეყნის ფედერაციამ განაცხადა, რომ საერთაშორისო კალენდარში წლის ბოლომდე თავისუფალი დღეები არ არის.

აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ 2012 წელს ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული