ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური

AutoSharing Option
"ფლუმინენსემ" სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ერთადერთ მდევარს, "ატლეტიკო მინეიროს" დროებით 9 ქულით გაუსწრო. რონალდინიოს ამჟამინდელი კლუბი "გაუჩოს" ყოფილ კლუბს, "ფლამენგოს" 30 ოქტომბერს შეხვდება და ეცდება, რომ სხვაობა ისევ 6 ქულამდე დაიყვანოს.

ლიდერს გამარჯვება ველინგტონ ნემმა და ტიაგო ნევეშმა მოუტანეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, 70-ე წუთზე კი ნევეშს საგოლე პასი გაუკეთა.

სტუმართა რიგებში ითამაშა დეივიდმა, რომელმაც გოლის გატანა ვერ შეძლო და 6-მატჩიანი სერია შეწყვიტა. შეხვედრის 88-ე წუთზე მოედანზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ანდერსონ აკინო
გამოვიდა, მაგრამ დარჩენილ წუთებში რუსთავის "ოლიმპის" ყოფილმა ლიდერმა ვერაფერი გააწყო და მისი გუნდი დამარცხდა.

ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა "გრემიომ", ამჯერად ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერ "ბაიასთან".

ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდი კვლავ მესამე ადგილზეა, მაგრამ უკვე მხოლოდ 2 ქულით უსწრებს "სან პაულოს", რომელმაც "პარი სენ ჟერმენში" მიმავალი ლუკას მოურას ჯადოსნური თამაშის წყალობით, სტუმრად "სპორტ რესიფეს" 4:2 მოუგო.

ლუკასს აქამდე სერია ა-ში დუბლიც კი არ ჰქონდა შესრულებული. შესაბამისად, ეს მისთვის პირველი ჰეთ თრიქი იყო კარიერაში.

მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ლიბერტადორესის საგზურს კი მიიღებენ, მაგრამ, ისევე, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ბრინჯაოსმედალოსანი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ხოლო მეოთხეზე გასული კი საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ შესარჩევ ეტაპზე, ბოლივიასა და ეკვადორის მაღალმთიან რეგიონებში თამაშის ალბათობა საკმაოდ დიდია, "გრემიომ" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესამე ადგილი შეინარჩუნოს.

ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დამარცხდა "პალმეირასი". არადა, ჟელსონო კლეინას გუნდი "ინტერნასიონალთან" შეხვედრაში ლუანის გოლით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

მასპინძლებს კვლავ არ ჰყავდათ ლეანდრო დამიაო, თუმცა მოედანზე დიეგო ფორლანი და ანდრეს დალესანდრო იყვნენ. ლა-პლატელებს გოლები არ გაუტანიათ, მაგრამ აქტივში საგოლე პასები ჩაიწერეს - დიეგო ფორლანმა ფრედს გაატანინა, ხოლო დალესანდრომ საგოლე გადაცემა რაფაელ მოურას გაუკეთა.

მორიგი, უკვე მე-8 გოლი გაიტანა კლარენს ზეედორფმა, მისმა "ბოტაფოგომ" კი "ატლეტიკო გოიანიენსე" 4:0 დაამარცხა. თავი ასევე ბრუნო მენდეშმაც გამოიჩინა - 18 წლის ფეხბურთელმა მე-5 შეხვედრაში მე-5 გოლი გაიტანა.

ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, თუ რატომ არიან ბრუნო მენდეშით "იუვენტუსი" და სხვა საფეხბურთო გრანდები დაინტერესებულნი.

ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური

ფლუმინენსე-კორიტიბა 2:1
გოლები: 1:0 ველინგტონ ნემი (16), 2:0 ტიაგო ნევეში (70), 2:1 ევერტონ რიბეირო (81).

პონტე პრეტა-კრუზეირო 1:0
გოლი: 1:0 როჟერი (34).

კორინთიანსი-ვასკო 1:0
გოლი: 1:0 გერერო (59).

ინტერი-პალმეირასი 2:1
გოლები: 0:1 ლუანი (22), 1:1 ფრედი (34), 2:1 რაფაელ მოურა (55).

ბოტაფოგო-ატლ. გოიან. 4:0
გოლები: 1:0 ზეედორფი (21), 2:0 დორია (45), 3:0 გაბრიელი (48), 4:0 ბრუნო მენდეში (80).

სპორტ რესიფე-სან პაულო 2:4
გოლები: 1:0 ჟილბერტო (14), 1:1 ლუკას მოურა (18), 1:2 ლუკას მოურა (30), 1:3 რივალდო (34-საკ. კარში), 1:4 ლუკას მოურა (59), 2:4 უგო (80-პენ)

ბაია-გრემიო 1:1
გოლები: 1:0 გაბრიელი (41), 1:1 კლებერი (43).

ფიგეირენსე-პორტუგეზა 0:0

სანტოსი-ნაუტიკო 0:0

ატლ. მინეირო-ფლამენგო - 30 ოქტომბერს

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 33 21 9 3 55-25 72
2. ატლ. მინეირო 32 18 9 5 54-28 63
3. გრემიო 33 17 9 7 47-28 60
4. სან პაულო 33 18 4 11 52-32 58
5. ინტერნასიონ. 33 13 12 8 44-32 51
6. ბოტაფოგო 33 14 8 11 51-41 50
7. ვასკო და გამა 33 14 8 11 39-37 50
8. კორინთიანსი 33 12 11 10 40-34 47
9. კრუზეირო 33 12 7 14 38-42 43
10. პონტე პრეტა 33 11 10 12 36-42 43
11. სანტოსი 33 10 13 10 39-40 43
12. კორიტიბა 33 12 6 15 46-51 42
13. ნაუტიკო 33 12 6 15 38-47 42
14. ფლამენგო 32 10 10 12 32-41 40
15. პორტუგეზა 33 9 13 11 35-35 40
16. ბაია 33 8 13 12 32-37 37
17. სპორტ რესიფე 33 8 9 16 32-53 33
18. პალმეირასი 33 9 5 19 32-43 32
19. ფიგეირენსე 33 7 8 18 36-61 29
20. ატლ. გოიან. 33 5 8 20 31-60 23

ბომბარდირები
16 - ფრედი (ფლუმინენსე); 15 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 14 - ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 12 - ალოიზიო (ფიგეირენსე), კიეზა (ნაუტიკო ); 11 - ბარკოსი (პალმეირასი), ვაგნერ ლავი (ფლამენგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული