არგენტინის სუპერთასი "არსენალმა" მოიგო

AutoSharing Option
სან ფერნანდო დელ ვალე დე კატამარკა, ან უბრალოდ, კატამარკა, არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქია, სადაც სტუმრად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ისტორიაში პირველი სუპერთასის გასათამაშებლად ჩავიდნენ.

ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, არგენტინის თასის თამაშები ნეიტრალურ მოედანზე, ისეთ ქალაქებში იმართება, სადაც ძლიერი საფეხბურთო გუნდი არ არის. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასთან მიმართებაშიც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და "არსენალი"-"ბოკა ხუნიორსი" 200 000-იან კატამარკაში დაგეგმა.

ნამდვილად ვერ გეტყვით რამდენად შეუწყობდა ეს თამაში ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს, რადგან შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარმა დაძაბული და დრამატული ფინალი
კი იხილა.

ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გავიდა სათამაშოდ, მაგრამ მომენტების მიუხედავად, გოლის გატანა ვერცერთმა შეძლო.

უპირატესობას "არსენალი" ფლობდა და ოსკარ უსტარი რომ არა, შეხვედრის ბედი ძირითად დროში "მეთოფეების" სასარგებლოდ გადაწყდებოდა.

ერთადერთი მოთამაშე, რომელიც სტუმართა რიგებში გამოირჩეოდა, 21 წლის გილერმო ფერნანდესი იყო. სხვა მხრივ, ყველამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.

სამართლიანობამ პენალტების სერიაში იზეიმა, სადაც 90 წუთის განმავლობაში უსაქმოდ მყოფმა კრისტიან კამპესტრინიმ ორი პენალტი მოიგერია და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს არგენტინის ისტორიაში პირველი სუპერთასი იყო და ის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

არგენტინა. სუპერთასი
არსენალი-ბოკა 0:0 პენ. 4-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული