"პალმეირასის" ქომაგებმა საკლუბო მაღაზია დაარბიეს

AutoSharing Option
"ფლუმინენსესთან" ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც "პალმეირასმა" 2:3 წააგო, კლუბის გულშემატკივრებმა საკლუბო მაღაზია დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს.

"მწვანეები" ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და გავარდნის საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ჟილსონ კლეინას გუნდი მე-18 ადგილზეა და გადამრჩენელ, მე-16 ადგილზე მყოფ სალვადორის "ბაიას" 7 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტური არის დარჩენილი.

სან პაულოს კლუბის ქომაგებმა საკლუბო მაღაზიის კედლებზე შემდეგ წარწერა დატოვეს: "მშვიდობის ხანა დასრულდა".

გულშემატკივრების ასეთმა ქმედებამ, გუნდის სპორტული დირექტორი, რობერტო ფრიცო აღაშფოთა: "ეს მიუღებელია. იმედია, ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევაა და
ქომაგების საერთო დამოკიდებულებას არ გამოხატავს. გადარჩენის შანსი მცირეა, მაგრამ ჯერ კიდევ არის და ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ".

"პალმეირასის" პრეზიდენტმა, არნალდო ტირონემ, შექმნილ მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულა: "მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ თუ არა, არ ვიცი, ფაქტია, რომ მოტივაცია თითქმის არ შემრჩა.

იმედგაცრუებული ვარ და ვნანობ იმას, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. კლუბის ასეთი მდგომარეობა ჩემი ბრალი თუ არის? რა თქმა უნდა ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ".

"პალმეირასი" დარჩენილ სამ ტურში "ფლამენგოს", "ატლეტიკო გოიანიენსეს" და "სანტოსს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული