"მწვანეები" ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და გავარდნის საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ჟილსონ კლეინას გუნდი მე-18 ადგილზეა და გადამრჩენელ, მე-16 ადგილზე მყოფ სალვადორის "ბაიას" 7 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტური არის დარჩენილი.
სან პაულოს კლუბის ქომაგებმა საკლუბო მაღაზიის კედლებზე შემდეგ წარწერა დატოვეს: "მშვიდობის ხანა დასრულდა".
გულშემატკივრების ასეთმა ქმედებამ, გუნდის სპორტული დირექტორი, რობერტო ფრიცო აღაშფოთა: "ეს მიუღებელია. იმედია, ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევაა და
"პალმეირასის" პრეზიდენტმა, არნალდო ტირონემ, შექმნილ მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულა: "მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ თუ არა, არ ვიცი, ფაქტია, რომ მოტივაცია თითქმის არ შემრჩა.
იმედგაცრუებული ვარ და ვნანობ იმას, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. კლუბის ასეთი მდგომარეობა ჩემი ბრალი თუ არის? რა თქმა უნდა ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ".
"პალმეირასი" დარჩენილ სამ ტურში "ფლამენგოს", "ატლეტიკო გოიანიენსეს" და "სანტოსს" ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"