პელე საავადმყოფოში მოხვდა

AutoSharing Option
ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, 72 წლის პელე სან პაულოს ალბერტ აინშტაინის სახელობის საავდმყოფოში მოხვდა.

"ფეხბურთის მეფის" ჰოსპიტალიზაციის მიზეზი უცნობია. საავადმყოფოს პრესატაშემ შემდეგ განცხადება გააკეთა: "პელე ნამდვილად ჩვენ საავადმყოფოშია, მაგრამ ოჯახის თხოვნით მეტ ინფორმაციას ვერ გაგანდობთ".

როგორც ბრაზილიური გაზეთის, "Folha de Sao Paulo"-თვის გახდა ცნობილი, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ბარძაყზე გაუკეთეს ოპერაცია.

რა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ პელე მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია (1958, 1962 და 1970 წლებში) და არაოფიციალური მონაცემებით, კარიერის განმავლობაში 1281 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული