ალექსის სანჩესი ერთ თვეს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ჩილეს ნაკრების ფორვარდი ალექსის სანჩესი დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.

ჩილეს და სერბეთის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის 75-ე წუთზე სანჩესმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიჭიმა და მოედნის დატოვება მოუწია.

ექიმების პროგნოზით, ფორვარდი ვარჯიშს მხოლოდ ოთხი კვირის მერე თუ განაახლებს. ამ ტრავმის გამო 23 წლის ფეხბურთელი "ბარსას" 8 თამაშს გამოტოვებს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრას და მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩს.

ჩილელი, რა თქმა უნდა, ამ შაბათს "სარაგოსასთანაც" არ იქნება. სამაგიეროდ, ამ შეხვედრაში გუნდს შესაძლოა კაპიტანი, კარლეს
პუიოლი დაუბრუნდეს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული