კლაუდიო ბორგის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადეს, რაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთათვის მწვრთნელის გაგდების საკმარისი საფუძველი გახდა.
"ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭომ ეროვნული ნაკრების მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო ბორგის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭო მიიჩნევს, რომ ასე გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი ექნება" - წერია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
სერბეთთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ანხელო ენრიკესმა გაიტანა, თუმცა
48 წლის ბორგიმ ჩილეს ეროვნული ნაკრები 2011 წლის თებერვალში მარსელო ბიელსასგან ჩაიბარა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
სამხრეთამერიკელები იმედოვნებენ, რომ ახალ მწვრთნელს შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩამდე (2013 წლის მარტი) დანიშნავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"