"ბელგრანოსა" და "ინდიფენდიენტესის" შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ "ინდიფენდიენტესის" ფანებმა ტრიბუნიდან მოწინააღმდეგე გუნდს ასაფეთქებლები დაუშინეს.
ერთ-ერთი მათგანი "ბელგრანოს" მეკარის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგადაც მან სახის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
მატჩის მსაჯი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა.