გუშინ, ამ ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. პირველად მოედანზე ბრაზილიის და ეკვადორის ნაკრები გუნდები გამოვიდნენ. “სელესაომ”, რომელიც ბოლო სამი ახალგაზრდული კოპა ამერიკის გამარჯვებულია, ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
ანგარიში სტუმრება, 29 წუთზე გახსნეს – თავი 17 წლის მიგელ პარალესმა გამოიჩინა, თუმცა ზუსტად 10 წუთშე, ფერნანდო ლეონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრის საბოლოოს ანგარიში დააფიქსირა. ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებს, ოფიციალურ ტურნირებზე, უკვე 10
ჯგუფის მეორე შეხვერდა კი საოცარი სანახავი გამოდგა. ურუგვაიმ და პერუმ გულშემატკივარს 6-გოლიანი თრილერი შესთავაზეს, სადაც ჯერ პერუ იგებდა, შემდეგ ურუგვაი, საბოლოოდ კი გუნდებმა ქულა გაიყვეს.
შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი 85-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი იყო, როდესაც 3:2-ზე ურუგვაის სასარგებლოდ, “სელესტეს” ფორვარდი გონსალო ბუენო, პერუელთა მეკარე ანხელ კამპოსს გასცდა და ბურთი ცარიელი კარისკენ გაუშვა.
რაც ამის შემდეგ მოხდა, სიტყვებით რთული გადმოსაცემია, მაგრამ მაინც ვცდით: კამპოსმა, საოცარი სპრინტერული მონაცემების წყალობით, ბურთს კარის ხაზზე მიუსწრო და გამოაგდო, მაგრამ ბადეში თავად აღმოჩნდა. კართან დაახლოებით ორ მეტრში, ბურთთან პირველი ისევ ბუენო გაჩნდა, მაგრამ კარის ბადეში გახლართულმა პერუელთა კიპერმა, სასწაულებრივად მოახერხა წამოდგომა, ფორვარდს ფეხებში ჩაუხტა საკუთარი გუნდი მეორედ იხსნა. ამ ეპიზოდმა უკვე მოიარა ინტერნეტი და თუ აქამდე არ გინახავთ, აუცილებლად მოიძიეთ.
ამ მომენტმა, კარგად იმოქმედა პერუელებზე, რომლებიც უპირატესობის განიავების გამო, უნიათოდ გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ, მომდევნო შეტევაში, პერუმ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. 11-მეტრიანი კრისტიან ბენავენტემ გაიტანა და საკუთარ გუნდს ძალზედ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
მიუხედავად დაკარგული ქულებისა, ამ ჯგუფს ორი აშკარა ფავორიტი ჰყავს ბრაზილიის და ურუგვაი სახით, ფინალური ჯგუფის მესამე საგზურისთვის კი პერუ, ეკვადორი და ვენესუელა იბრძოლებენ. B ჯგუფი
ბრაზილია-ეკვადორი 1:1
გოლები: 0:1 პარალესი (29), 1:1 ლეონი (39-საკ. კარში)
ურუგვაი-პერუ 3:3
გოლები: 0:1 რეინა (19), 1:1 ნ. ლოპესი (41), 1:2 ე. გომესი (44), 2:2 ბენტანკური (55), 3:2 როლანი (57), 3:3 ბენავენტე (87-პენ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: არგენტინამ 9-კაციან ჩილესთან წააგო!