ჯგუფში თავისი ბოლო მატჩი გამართა ჩილეს ნაკრებმა და მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია არ ჰქონდა, პარაგვაის ნაკრებს მაინც მოუგო. ჩილემ დისკვალიფიცირებული კარლოს კუევასის და კიდევ ერთი ლიდერის, ნიკოლას კასტილიოს გარეშე ითამაშა, მაგრამ 100-პროცენტიანი შედეგი მაინც შეინარჩუნა.
ანგარიში პარაგვაელებმა “ბენფიკას” 19-წლამდელთა გუნდის წევრის, დერლის გონსალესის წყალობით გახსნეს, თუმცა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ჩილემ დაწინაურება მოახერხა.
მეორე ნახევრის დასაწყისში იტალიური “ნოვარას” წევრმა როდრიგო ალბორნომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მატჩის 90-ე წუთზე მარიო სალასის
პარაგვაი მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გადიოდა, ხოლო ამ მატჩში თუნდაც ქულა რომ აეღო, ბოლო ტურში ფრეც ეყოფოდა. ახლა კი ვიქტორ გენესის გუნდს მხოლოდ მოგება თუ დაამშვიდებს.
ბოლო ტურში პარაგვაი ბოლივიას ხვდება, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ასევე აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში კოლუმბიასთან სასტიკად განადგურდა. არადა, მატჩის 45-ე წუთამდე ბოლივიელთა ასეთ შერცხვენას არაფერი მოასწავებდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი კოლუმბიელებმა ანგარიში გახსნეს – გოლი მიგელ ბორხამ გაიტანა.
გადამწყვეტი მეორე ტაიმის პირველი 13 წუთი გამოდგა, როდესაც კოლუმბიელებმა სამი გოლი გაიტანეს – ბორხამ ჰეთ თრიქი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი ხუან ნიეტომ გაიტანა. შეხვედრას საბოლოო წერტილი მექსიკური “ხაგუარესის” ფორვარდმა ჯონ კორდობამ დაუსვა, რომელიც მოედანზე ბორხას ნაცვლად გამოვიდა და დუბლი გაიფორმა.
ხსენებული მოთამაშეების გარდა, ნამდვილად აღსანიშნავია “პესკარას” ნახევარმცველის, ხუან კინტეროსის თამაში, რომელმაც მართალია, გოლი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ოთხი საგოლე პასი გააკეთა.
ამ მოგების წყალობით კოლუმბია მომდევნო ეტაპზე გავიდა და ბოლო ტურს უმოტივაციოდ ხვდება. დაფიქსირებულმა შედეგებმა ტურნირის მასპინძელ არგენტინას მცირე შანსი დაუტოვა. “ალბისელესტე” მომდევნო ეტაპზე იმ შემთხვევაში გავა, თუ თავად კოლუმბიას მოუგებს, მანამდე კი პარაგვაი ბოლივიას ვერ დაამარცხებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლივია აშკარად სუსტია, მოვლენების ასეთი განვითარება ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ტურნირის დაწყების წინ ვერც იმას ივარაუდებდა ვინმე, რომ არგენტინას სამი თამაშის მერე 1 ქულა ექნებოდა.
I ჯგუფური ეტაპი, IV ტური.
A ჯგუფი
პარაგვაი-ჩილე 2:3
გოლები: 1:0 დერლის გონსალესი (9), 1:1 დ. როხასი (23), 1:2 ნ. მატურანა (38), 2:2 ალბორნო (55), 2:3 ა. კონტრერასი (90).
კოლუმბია-ბოლივია 6:0
გოლები: 1:0 მ. ბორხა (45), 2:0 ხ. ნიეტო (51), 3:0 მ. ბორხა (54), 4:0 მ. ბორხა (58), 5:0 ჯ. კორდობა (76), 6:0 ჯ. კორდობა (88).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 4 4 0 0 8-3 12
2. კოლუმბია 3 2 0 1 8-2 6
3. პარაგვაი 3 1 0 2 4-5 3
4. არგენტინა 3 0 1 2 3-5 1
5. ბოლივია 3 0 1 2 2-10 1
ბოლო ტური: პარაგვაი-ბოლივია, არგენტინა-კოლუმბია.
ბომბარდირები: 3 – მ. ბორხა (კოლუმბია), ჯ. კორდობა (კოლუმბია), ნ. ლოპესი (ურუგვაი); 2 – ბენავენტე (პერუ), ნ. კასტილიო (ჩილე), კ. კუევასი (ჩილე), დერლის გონსალესი (პარაგვაი), როლანი (ურუგვაი), ვიეტო (არგენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: შანსი ყველას აქვს