20-წლამდელთა კოპა ამერიკა: სასწაული არ მოხდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში გადაწყდა, რომელშიც პარაგვაიმ ბოლივია გაანადგურა და “ალბისელესტესთვის” მიუწვდომელი გახდა. მორიგი გოლი გაიტანა “ბენფიკელმა” დერლის გონსალესმა, ვისაც უკვე სამი გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.

საბოლოოდ, პარაგვაი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ეს გუნდი აგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას. ბოლივიის რეალური ძალა კი უკანასკნელ ორ შეხვედრაში გამოჩნდა – ბოლივიელებმა პარაგვაისთან და კოლუმბიასთან 1:11 წააგეს. ამ გუნდმა ერთადერთი ქულა არგენტინის ნაკრებთან
აიღო...

ტურნირის მასპინძელმა გამოსვლა მოგებით კი დაასრულა, მაგრამ ეს გამარჯვება არგენტინას არაფერში წაადგა.

I ჯგუფური ეტაპი. V ტური.
A ჯგუფი

პარაგვაი-ბოლივია 5:1
გოლები: 1:0 გ. გომესი (9), 2:0 დერლის გონსალესი (32), 2:1 რ. ვარგასი (57), 3:1 მ. პერესი (63), 4:1 მ. პერესი (65), 5:1 ხ. როხასი (69).

არგენტინა-კოლუმბია 3:2
გოლები: 1:0 ა. რუისი (14-პენ), 2:0 იტურბე (47), 2:1 ბ. პერეა (51), 3:1 ალიონე (70), 3:2 ხ. კინტერო (75).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 4 4 0 0 8-3 12
2. კოლუმბია 4 2 0 2 10-5 6
3. პარაგვაი 4 2 0 2 9-6 6
4. არგენტინა 4 1 1 2 6-7 4
5. ბოლივია 4 0 1 3 3-15 1

ბომბარდირები: 3 – მ. ბორხა (კოლუმბია), ჯ. კორდობა (კოლუმბია), ნ. ლოპესი (ურუგვაი), დერლის გონსალესი (პარაგვაი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ბრაზილიის პირველი გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული