საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 6 წყვილია. აქედან ორმა 23 იანვარს ითამაშა. არგენტინაში "ტიგრე" ვენესუელურ "დეპორტივო ანსოტეგის" შეხვდა, ხოლო მექსიკურმა "ლეონმა" ჩილეს "დეპორტეს იკიკეს" უმასპინძლა.
2012 წლის კოპა სუდამერიკანას ფინალისტმა, რომელიც წყვილში ფავორიტად ითვლება, პირველი ტაიმი ცუდად ითამაშა და 0:1 წააგო.
სტუმართა მხრიდან გოლი არგენტინელმა ჯერემიას კაჯიანომ გაიტანა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში გამოიღვიძეს. ანგარიში 66-ე წუთზე "ტიგრეს" ახალწვეულმა, "არხენტინოს ხუნიორსიდან" გადმოსულმა გაბრიელ პენიალბამ გაათანაბრა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ცვლილებაზე გამოსულმა ლეანდრო ლეგისამონმა
"ლეონმა", რომელსაც (3 ტურის შემდეგ) მექსიკის ჩემპიონატში არც ერთი მოგება არ აქვს, ვერც ამჯერად იმარჯვა – მექსიკელებმა "დეპორტეს იკიკესთან" ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრეს.
რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტი უკვე ჩილეს წარმომადგენელია.
კოპა ლიბერტადორესის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ოთხი წყვილია: "ლდუ კიტო"-"გრემიო", "სან პაულო"-"ბოლივარი", "დეფენსორ სპორტინგი"-"ოლიმპია" და "დეპორტეს ტოლიმა"-"უნივერსიდად სესარ ვალიეხო".
ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები.
ტიგრე-დეპორტივო ანსოტეგი 2:1
გოლები: 0:1 კაჯიანო (38), 1:1 პენიალბა (66), 2:1 ლეგისამონი (76).
ლეონი-დეპორტეს იკიკე 1:1
გოლები: 0:1 რ. დიასი (4), 1:1 მასი (88).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კოპა სუდამერიკანა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: ლუიშ ფაბიანომ მორიგი გოლი გაიტანა