ფინალური ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც გამოიკვეთა ლიდერი. კოლუმბიის ნაკრებმა ჯონ კორდობას ერთადერთი გოლის წყალობით ურუგვაის მოუგო და 6 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.
ურუგვაელებმა ამ ტურნირზე პირველი მარცხი განიცადეს და საერთოდ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "სელესტამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა; მეტიც, ეს იყო პირველი მატჩი, რომელშიც თავის გამოჩენა ნიკოლას ლოპესმა ვერ შეძლო – "რომას" უნიჭიერეს ფორვარდს აქამდე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ხუთივეში თითო გოლი ჰქონდა გატანილი.
ფინალურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ჩილემ,
ისევ გამოირჩა ნიკოლას კასტილიო, რომელმაც ტურნირზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დიეგო როლანსა და ჯონ კორდობას წამოეწია. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრმა მოედნიდან "სევილიას" წევრი ბრიან რაბელიო გააძევა, ეკვადორმა თამაშის შემობრუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ დიდი ანგარიშით წააგო.
პერუს და პარაგვაის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პარაგვაელებმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ ტურში ჩილეს მოუგეს და ტურნირში გამარჯვების ამბიციები გაუჩნდათ, მაგრამ ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვა გუნდს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
მომდევნო ტური 28 იანვარს გაიმართება. ძალიან ბევრი რამ გაირკვევა ჩილეს და ურუგვაის დაპირისპირებაში, რომელიც მესამე ტურის ცენტრალური მატჩია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის გარდა, გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვისაც იბრძვიან, რომელსაც პირველ ოთხ ადგილზე გასული ნაკრები მიიღებს.
ფინალური ჯგუფი. II ტური
ჩილე-ეკვადორი 4:1
გოლები: 1:0 ნ. კასტილიო (18), 2:0 რუბიო (28-პენ), 2:1 ესტერილია (68), 3:1 ბაესა (75), 4:1 მორა (83).
გაძევება: რაბელიო (54. ჩილე)
პერუ-პარაგვაი 1:1
გოლები: 1:0 მ. არაუხო (28), 1:1 ხ. ალონსო (82).
კოლუმბია-ურუგვაი 1:0
გოლი: 1:0 ჯ. კორდობა (39).
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 2 2 0 0 3-1 6
2. პარაგვაი 2 1 1 0 4-2 4
3. ჩილე 2 1 0 1 5-4 3
4. ურუგვაი 2 1 0 1 3-2 3
5. პერუ 2 0 1 1 2-4 1
6. ეკვადორი 2 0 0 2 2-6 0
ბომბარდირები: 5 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 4 – როლანი (ურუგვაი), დერლის გონსალესი (პარაგვაი), ნ. კასტილიო (ჩილე), ჯ. კორდობა (კოლუმბია); 3 – ბორხა (კოლუმბია), რეინა (პერუ), მ. პერესი (პარაგვაი), კინტერო (კოლუმბია).
მომდევნო ტური
28 იანვარი
ჩილე-ურუგვაი, პერუ-კოლუმბია, პარაგვაი-ეკვადორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ბევრი გოლი და ბევრი წითელი