ლიბერტადორესის თასი: სამგზის გამარჯვებული და პრაქტიკულად დებიუტანტი

AutoSharing Option
დასრულდა კოპა ლიბერტადორესის საკვალიფიკაციო ეტაპი. გუშინ, პარაგვაის მრავალგზის ჩემპიონმა "ოლიმპიამ", საკუთარ მოედანზე ურუგვაულ "დეფენსორ სპორტინგს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან გოლები არგენტინელმა ხუან ფერეირამ და ედუარდო არანდამ გაიტანეს.

მეორე შეხვედრა კი პერუში შედგა. "უნივერსიდად სესარ ვალიეხომ", რომელსაც პირველი მატჩი 0:1 ჰქონდა წაგებული, "დეპორტეს ტოლიმას" პირველი ტაიმი 1:0 მოუგო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთებზე, კოლუმბიელმა ჩარლეს მონსალვომ წონასწორობა აღადგინა და საკუთარი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

"ოლიმპია", რომელიც პარაგვაის 39-გზის ჩემპიონია (რეკორდი) და ასევე ლიბერტადორესის თასის სამგზის (1979, 1990, 2002) გამარჯვებული გახლავთ,
2013 წლის გათამაშებაში მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები "დეპორტივო ლარა" (ვენესუელა), "უნივერსიდად დე ჩილე" (ჩილე) და "ნიუელს ოლდ ბოისი" (არგენტინა) იქნებიან.

რაც შეეხება "დეპორტეს ტოლიმას" – ეს გუნდი ლიბერტადორესის თასზე სულ მეოთხედ მონაწილეობს და საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი სულ ერთხელ, 2002 წელს გახდა. კოლუმბიელები მე-6 ჯგუფში, "სანტა ფეს" (კოლუმბია), "სერო პორტენიოს" (პარაგვაი) და "რეალ გარკილასოს" (პერუ) კომპანიაში მოხვდნენ.

ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები

ოლიმპია-დეფენსორი 2:0
(პირველი მატჩი: 0:0)
გოლები: 1:0 ხ. ფერეირა (35), 2:0 არანდა (60).

სესარ ვალიეხო-დეპორტეს ტოლიმა 1:1
(პირველი მატჩი: 0:1)
გოლები: 1:0 რ. კინტეროსი (45), 1:1 მონსალვო (86).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილიელთა ტრიუმფი ლიბერტადორესის თასზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული