კონფედერაციათა თასზე რონალდო კომენტატორი იქნება

AutoSharing Option
2013 წლის ზაფხულში ბრაზილიაში კონფედერაციათა თასი გაიმართება, რომელიც მომავალი წლის მუნდიალის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ტელეკომპანია "ო გლობოს" გადაწყვეტილებით, მატჩების კომენტატორი ახლო წარსულში ლეგენდარული ფორვარდი რონალდო იქნება. 36 წლის ლუის ნაზარიო დე ლიმამ საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა.

თავად რონალდო ერთობ გახარებულია ამ მიწვევით. "ჩემთვის დიდი პატივია საქვეყნოდ ცნობილი კომენტატორების გვერდით მუშაობა", - განაცხადა მან.

კონფედერაციათა თასი 15 ივნისს ქალაქ ბრაზილიაში გაიხსნება. პირველ მატჩში ბრაზილიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
რონალდომ ფერგიუსონი დაწყევლა: სულ დამარცხებულს ევლოს მაგის გუნდს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული