ყველაზე თანაბარი წყვილი "სანტოსი"-"პალმეირასი" გახლდათ და საბოლოოდ, ამ წყვილმა მოლოდინი გაამართლა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და თანაბარი გამოდგა. "სანტოსი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, მაგრამ 84-ე წუთზე "პორტუდან" განათხოვრებულმა კლებერმა ანგარიში გაათანაბრა და დაინიშნა პენალტების სერია. 11-მეტრიანები უკეთ მასპინძლებმა შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. "სანტოსს" აქვს შანსი, ზედიზედ მეოთხედ მოიგოს პაულისტა.
აქვე დავამატოთ, რომ შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე
1/2-ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
4 მაისი
მოჟი მირიმი-სანტოსი
5 მაისი
სან პაულო-კორინთიანსი
დასასრულს მიუახლოვდა "ტაკა რიო", სადაც გასამართი მხოლოდ ფინალური შეხვედრა დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება "ბოტაფოგომ" და "ფლუმინენსემ" მოიპოვეს. ორივე გრანდმა საკუთარი მეტოქე გაანადგურა - "ბოტაფოგომ" 5:0 მოიგო, "ფლუმ" კი 4:1.
ფინალური შეხვედრა 5 მაისს გაიმართება. თუ "ბოტაფოგო" გაიმარჯვებს, გუნდი ავტომატურად გახდება რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონი, რადგან ჩემპიონატის პირველი ეტაპი, "ტაკა გუანაბარა", სწორედ მან მოიგო. "ბოტაფოგოსთვის" ეს მე-20 ტიტული იქნება.
თუ "ტაკა რიო" "ფლუმინენსემ" მოიგო, მაშინ ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, უკვე სუპერფინალში შეხვდებიან, სადაც გაირკვევა კიდეც შტატის ჩემპიონის ვინაობა.
აქვე ვთქვათ, რომ "ფლუმინენსე" მოქმედი ჩემპიონია და თუ ტიტული შეინარჩუნა, ჩემპიონობების რაოდენობით რეკორდსმენ "ფლამენგოს" წამოეწევა, რომელიც 32-გზის გამარჯვებული გახლავთ - "ფლუს" ანგარიშზე 31 ოქროს მედალია.
პაულისტა. 1/4-ფინალი
სანტოსი-პალმეირასი 1:1 პენ. 4:2
გოლები: 1:0 სისერო (13), 1:1 კლებერი (84).
მოჟი მირიმი-ბოტაფოგო სპ. 6:0
გოლები: 1:0 ტიაგო ალვეში (10), 2:0 ვალი (61), 3:0 ენრიკე (74), 4:0 რონი (76), 5:0 ენრიკე (79), 6:0 ენრიკე (89).
გაძევება: კრისი (58. ბოტაფოგო), ჯოვანი (82. ბოტაფოგო), ნუნიეში (90. ბოტაფოგო), ალექს სილვა (90. მოჟი მირიმი).
პონტე პრეტა-კორინთიანსი 0:4
გოლები: 0:1 რომარინიო (33), 0:2 ემერსონ შეიკი (39), 0:3 გერერო (56-პენ), 0:4 პატო (89).
გაძევება: ბარაკა (60. პონტე პრეტა).
სან პაულო-პენაპოლენსე 1:0
გოლი: 1:0 ჟაილტონი (72-საკ. კარში).
ბომბარდირები: 12 - ნეიმარი (სანტოსი); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო);
* * *
კარიოკა. ტაკა რიო. 1/2-ფინალი
ბოტაფოგო-რესენდე 5:0
გოლები: 1:0 დორია (12), 2:0 ლოდეირო (17), 3:0 ფელიპე გაბრიელი (25), 4:0 რაფაელ მარკეში (53), 5:0 ზეედორფი (82).
ფლუმინენსე-ვოლტა რედონდა 4:1
გოლები: 1:0 რაფაელ სობისი (12), 1:1 ზე აუგუსტო (14), 2:1 ველინგტონ ნემი (31), 3:1 რაფაელ სობისი (51), 4:1 ტიაგო ნევეში (77).
ბომბარდირები: 6 - ლოდეირო (ბოტაფოგო); 5 - რაფაელ სობისი (ფლუმინენსე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შტატების ჩემპიონატები: პლეი ოფების დრო მოვიდა