კონფედერაციის თასზე რონალდინიო და კაკა არ ითამაშებენ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კონფედერაციის თასზე ბრაზილიის ნაკრების ღირსებას დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ბრაზილიაში, 15-30 ივნისს გაიმართება.

"ფელიპაომ" რამდენიმე მოულოდნელობა შემოგვთავაზა. სანაკრებო სიაში არ არიან რონალდინიო და რამირესი, არადა ბოლო დროს ორივე შესანიშნავ ფორმაშია. სკოლარიმ ასევე არ გამოიძახა კაკა, პატო და დედე, სამაგიეროდ, განაცხადში მოხვდნენ ბერნარდი, "გრემიოს" ნახევარმცველი ფერნანდო და ლუის გუსტავო.

ბრაზილიის ნაკრები პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალია, იაპონია და მექსიკა იქნებიან.

ბრაზილიის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები
: ჟულიო სეზარი
(ქუინზ პარკი), ჟეფერსონი (ბოტაფოგო), დიეგო კავალიერი (ფლუმინენსე).

მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ჟეანი (ფლუმინენსე), მარსელო (რეალი), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), ტიაგო სილვა (პსჟ), რევერი (ატლეტიკო მინეირო), დავიდ ლუისი (ჩელსი), დანტე (ბაიერნი).
ნახევარმცველები: ფერნანდო (გრემიო), ერნანესი (ლაციო), ლუის გუსტავო (ბაიერნი), პაულინიო (კორინთიანსი), ჟადსონი (სან პაულო), ოსკარი (ჩელსი), ლუკას მოურა (პსჟ).

თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), ფრედი (ფლუმინენსე), ნეიმარი (სანტოსი).

ასევე იხილეთ:
ბრაზილიის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული