"ფლამენგოს" კაკას შეძენაში "ადიდასი" დაეხმარება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რიკარდო კაკა მომავალი სეზონიდან შესაძლოა, "ფლამენგოში" გადავიდეს.

ბრაზილიური კლუბი ჯერ 2012 წლის ბოლოს დაინტერესდა კაკას შეძენით, თუმცა "ფლამენგოს" კაკას შეძენისთვის თანხა არ ეყო.

"ფლამენგოს" ვიცე-პრეზიდენტის, ლუის ედუარდო ბაპტიშტას წინადადებას უარი თავად ფეხბურთელმა უთხრა, მაგრამ მას მერე კაკას პოზიცია მკვეთრად შეიცვალა. მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარი ბრაზილიის ნაკრებში მიიწვევს მუნდიალისთვის, თუმცა კონფედერაციის თასზე მონაწილეთა შორის კაკა ვერ მოხვდა.

წყაროს ცნობით, "ფლამენგოს" კაკას შეძენაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, ცნობილი ფირმა "ადიდასი" დაეხმარება.
ამას წინათ "ადიდასი" "ფლას" ერთ-ერთი ტექნიკური სპონსორი გახდა.

ასევე იხილეთ:
კონფედერაციის თასზე რონალდინიო და კაკა არ ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული