2 ივნისს პენტაკამპიონებმა როი ჰოჯსონის შეგირდებს "მარაკანაზე" ამხანაგურად უმასპინძლეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2.
"შეხვედრის პირველ ნახევარში განსაცვიფრებლად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პოზიციების შერჩევის კუთხით. თუმცა მეორე ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც ძალიან არ მიყვარს - მეტოქეს ძალზე დიდი სივრცე დავუთმეთ.
შედეგად, ინგლისის ნაკრებს დომინირების, თავისი ფეხბურთის თამაშისა და გოლების გატანის უფლება მივეცით", - თქვა მატჩის შემდეგ სკოლარიმ.
ბრაზილიელთა თავკაცმა მეტოქის მისამართით კომპლიმენტიც არ დაიშურა.
ამ კარგად დაკომპლექტებული გუნდის შემადგენლობაში უამრავი გამოცდილი ფეხბურთელია", - აქვეყნებს სკოლარის ნათქვამს Goal.com.
იხილეთ ვიდეო
ამხანაგური მატჩი
ბრაზილია-ინგლისი 2:2
გოლები: 1:0 ფრედი (57), 1:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68), 1:2 რუნი (79), 2:2 პაულინიო (83)
ბრაზილია: სეზარი, დ. ალვეში, ტ. სილვა, დ. ლუისი, ფ. ლუიში (46. მარსელო), პაულინიო (84. ბერნარდი), ლ. გუსტავო (46. ერნანესი), ნეიმარი, ოსკარი (56. ლუკასი), ჰალკი (73. ფერნანდო), ფრედი (80. ლ. დამიაო)
ინგლისი: ჰარტი, გ. ჯონსონი (68. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი (32. ეშ. კოული), ლემპარდი, კერიკი, ფ. ჯონსი, მილნერი, უოლკოტი (84. როდუელი), რუნი.
ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონი: გულდაწყვეტილი ვარ, ბრაზილიას ადრევე რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]