31 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას "ინტერნასიონალში" გადიოდა, მაგრამ ფიტნეს-ტესტი ჩააგდო, რა თქმა უნდა, ჭარბი წონის გამო.
"ინტერნასიონალის" ექიმების დასკვნით, ადრიანომ რამდენიმე თვე ინტენსიურად უნდა ივარჯიშოს, რომ ოპტიმალურთან ახლო ფორმას მიუახლოვდეს. მანამდე კი მისი თამაში პროფესიულ გუნდში გამორიცხულია.
ადრიანოს ბოლო გუნდი "ფლამენგო" იყო, თუმცა მას იქ თამაში არ მოუწია, მხოლოდ ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ადრიანომ ბრაზილიის ნაკრების მაისურით 53 თამაშში 29 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ:
ადრიანომ "ფლამენგო" დატოვა