ადრიანომ "ინტერნასიონალში" სამედიცინო ტესტი ჩააგდო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ადრიანომ სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და კვლავ უკლუბოდ დარჩა.

31 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას "ინტერნასიონალში" გადიოდა, მაგრამ ფიტნეს-ტესტი ჩააგდო, რა თქმა უნდა, ჭარბი წონის გამო.

"ინტერნასიონალის" ექიმების დასკვნით, ადრიანომ რამდენიმე თვე ინტენსიურად უნდა ივარჯიშოს, რომ ოპტიმალურთან ახლო ფორმას მიუახლოვდეს. მანამდე კი მისი თამაში პროფესიულ გუნდში გამორიცხულია.

ადრიანოს ბოლო გუნდი "ფლამენგო" იყო, თუმცა მას იქ თამაში არ მოუწია, მხოლოდ ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ადრიანომ ბრაზილიის ნაკრების მაისურით 53 თამაშში 29 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ადრიანომ "ფლამენგო" დატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული