ლიონელ მესის 50 მილიონ დოლარად შეფასებული პორტრეტი აჩუქეს

AutoSharing Option
პერუში მყოფ "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავ ლიონელ მესის საჩუქრად პორტრეტი მიართვეს, რომელიც სვაროვსკის კრისტალებითაა შექმნილი და დაახლოებით 50 მლნ დოლარი ღირს.

პორტრეტი კოლუმბიელმა მხატვარმა ამურისიო ბენიტესმა, იგივე მისტერ ბლინმა დაამზადა.

მესის ძვირფასი საჩუქარი პერუს დედაქალაქ ლიმაში ყოფნისას, სასტუმროში მიართვეს.

არგენტინელი პერუში საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 2 ივლისს "მესი და მეგობრები" "ნეიმარსა და მეგობრებს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 8:5 მოუგეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ამ სურათიდან მოსთხოვენ წილს ესპანეთის საგადასახადოში. და მერე სასამართლოში გამოიძახებენ.
giorgi
16:30 04-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული