სერხიო ბერნი, არგენტინის ეროვნული უსაფრთხოების შეფი ამაში "ბოკას" ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. მისი აზრით, აგვისტოდან, როცა სეზონი დაიწყება, უნდა აიკრძალოს სტუმარი გუნდების ფანების დასწრება თამაშებზე.
ფანების ხულიგნობა არგენტინული ფეხბურთის უდიდესი პრობლემაა. ერთი თვის წინ სროლებში "ლანუსის" ქომაგი დაიღუპა.
ამ ინციდენტისას კი პოლიციამ ასამდე გილზა ამოიღო. როგორც ჩანს, ბანდებს შორის გარჩევას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა.