არგენტინაში "ბოკა ხუნიორსის" ორი ფანი მოკლეს

AutoSharing Option
"სან ლორენსოსა" და "ბოკა ხუნიორსის" ამხანაგური მატჩის წინ მოწინააღმდეგე ბანდებს შორის დაპირისპირების შედეგად "ბოკას" 2 ფანი დაიღუპა. ტრაგედიის გამო კი თამაშიც ჩაიშალა. დაღუპულთა გვარებს არ ასახელებენ.

სერხიო ბერნი, არგენტინის ეროვნული უსაფრთხოების შეფი ამაში "ბოკას" ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. მისი აზრით, აგვისტოდან, როცა სეზონი დაიწყება, უნდა აიკრძალოს სტუმარი გუნდების ფანების დასწრება თამაშებზე.

ფანების ხულიგნობა არგენტინული ფეხბურთის უდიდესი პრობლემაა. ერთი თვის წინ სროლებში "ლანუსის" ქომაგი დაიღუპა.

ამ ინციდენტისას კი პოლიციამ ასამდე გილზა ამოიღო. როგორც ჩანს, ბანდებს შორის გარჩევას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული