არგენტინელი ჟურნალისტების ცნობით, "ბოკამ" ფეხბურთელზე უფლებების 50 პროცენტი შეიძინა და "ვალენსიას" 1,7 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი, რომელმაც დასრულებული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "ველეს სარსფილდში" გაატარა, კარიერას სწორედ "ბოკაში" იწყებდა, საიდანაც 2007 წელს მადრიდის "რეალში" გადავიდა.
2011/12 წლების სეზონი გაგომ იჯარით "რომაში" გაატარა, 2012 წლის ზაფხულში კი ის "ვალენსიამ" გამოისყიდა, თუმცა "ღამურებში" არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა მხოლოდ 6 თვე გაატარა.
ასევე იხილეთ:
ფერნანდო გაგო: "ვალენსიაში" ტიტულების