სერხიო აგუეროს სიკეთის გაკეთებაზე უარი უთხრეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, 25 წლის სერხიო აგუერომ "ინდეპენდიენტეში" 3 სეზონი ითამაშა. 2003-დან ვიდრე 2006-მდე მან 54-ჯერ დაიცვა გუნდის ღირსება და 23 გოლი გაიტანა.

არგენტინელის მსგავსად ფეხბურთელთა დიდი უმრავლესობა არ იქცევა, მაგრამ სერხიო სხვანაირი ადამიანია. "ალბისელესტეს" ფეხბურთელმა, "ინდეპენდიენტეს" წრფელი გულით შესთავაზა დახმარება. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ხავიერ კანტეროს გულშემატკივრებთან ინციდენტი შეემთხვა მას მერე, რაც განუცხადა, უსახსრობის გამო ახალ ფეხბურთელებს არ ელოდეთო. ფანებმა მას დარბაზიდან სკამები დაუშინეს.

აგუერო მშობლიურ კლუბს სასურველი მოთამაშეების შეძენასა და მათთვის ხელფასების გადახდას დაჰპირდა. ამისთვის კი მიგელ ანხელ
ბრინდისისთან (მთავარი მწვრთნელი) კონსულტაციები ითხოვა. გასაოცარია, მაგრამ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის განცხადება რეაგირების გარეშე დატოვა. სერხიოს მამამ ლიონელ აგუერომ "ლა ნასიონის" ფურცლებზე "ინდეპენდიენტეს" პოზიციას გაუგებარი და გულსატკენი უწოდა.

"გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს იმ მოთამაშეთა ვინაობის დასახელება ვთხოვეთ, რომელთა შეძენასაც ფიქრობდნენ. არც კარლოს სკეოს (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და არც ბრინდისის ჩემთვის თუ ჩემი შვილისთვის არაფერი უპასუხიათ. უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა დახმარების სურვილის მიუხედავად ამის საშუალება არ გეძლევა," - აცხადებს აგუერო-უფროსი.
ცნობები ლაზარეთიდან

ვაგრძელებთ სერხიო აგუეროს თემას. "მანჩესტერ სიტის" ვებგვერდის ცნობით, სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი უქმეებამდე ვარჯიშს სრული დატვირთვით განაახლებს. მუხლის ტრავმის გამო ფეხბურთელმა სეზონის წინა მოსამზადებელი მთელი ციკლი გამოტოვა. უკანასკნელად მან ამა წლის 25 მაისს აშშ-ში გამართული ტურნეს დროს ითამაშა "ჩელსისთან" (5:3 "სიტის" სასარგებლოდ). შესაბამისად, მას ფიზიკური კონდიციები პრემიერლიგის სტარტზე თამაშის საშუალებას არ მისცემს. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი არ ელოდნენ, თუკი სერხიო ასე სწრაფად მოირჩენდა საშიშ ტრავმას.

"ქალაქელთა" რიგებში კიდევ ერთი ტრავმირებულია. ვგულისხმობთ მატია ნასტასიჩს. ტერფის ტკივილი ფეხბურთელს უახლოესი 4-6 კვირის განმავლობაში უნდა გაუყუჩდეს. სერბმა ფეხი 27 ივლისს "სანდერლენდთან" იტკინა. ძირითად შემადგენლობაში ნასტასიჩს ჯოლეონ ლესკოტი ან დერიკ ბოაიტა შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერხიო აგუერო მშობლიურ კლუბ "ინდეპენდიენტეს" 5 ფეხბურთელს უყიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული