ლუიშ ფელიპე სკოლარი: მუნდიალზე თამაში გარანტირებული არც ნეიმარს აქვს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ ფეხბურთელსაც კი არა აქვს გარანტირებული მუნდიალზე თამაში, თვით ნეიმარსაც კი.

ყველა მათგანმა მიმდინარე სეზონის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებისთვის საჭიროა.

"არავინ იფიქროს, რომ კონფედერაციათა თასზე გაბრწყინება მუნდიალზე თამაშის გარანტიაა.

ეს მათი მხრიდან შეცდომა იქნებოდა, ფეხბურთელებმა ყოველ მატჩში უნდა მიმტკიცონ, რომ ნაკრებისთვის საჭირონი არიან და სწორედ ისინი უნდა ვათამაშო მუნდიალზე.

წლის ბოლომდე შეიძლება ჩამოვაყალიბო ძირითადი ბირთვი, მაგრამ სიახლე სულ ბოლო მომენტშიც კი შეიძლება მოხდეს",
- განაცხადა სკოლარიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაბსოლიტურად ლოგიკური მიდგომაააა
goma goma
17:19 24-08-2013
0

სიახლეები პოპულარული