ალეშანდრე პატო: "მილანის" ექიმებმა სიცოცხლე გამიმწარეს...

AutoSharing Option
"კორინთიანსის" თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ გამუდმებულ ტრავმიანობაში თავისი ყოფილი კლუბის, "მილანის" სამედიცინო პერსონალი დაადანაშაულა.

"მილანში" გამუდმებით ტრავმა მაწუხებდა, თუმცა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ჩემი მიზეზით არ ყოფილა.

ყველაფერი ექიმების ბრალი იყო, რომლებიც მოედანზე დაბრუნებას ნაადრევად მაიძულებდნენ",
- თქვა 24 წლის ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ "მილანში" 2007 წლიდან გამოდიოდა. ამ გუნდში მან სულ 150 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "კორინთიანსის" ღირსებას 2013 წლის იანვრიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული