"მილანში" გამუდმებით ტრავმა მაწუხებდა, თუმცა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ჩემი მიზეზით არ ყოფილა.
ყველაფერი ექიმების ბრალი იყო, რომლებიც მოედანზე დაბრუნებას ნაადრევად მაიძულებდნენ", - თქვა 24 წლის ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "მილანში" 2007 წლიდან გამოდიოდა. ამ გუნდში მან სულ 150 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "კორინთიანსის" ღირსებას 2013 წლის იანვრიდან იცავს.