ბრაზილია. სერია A. XXV ტური: "კრუზეირო" სრული სვლით ტიტულისკენ

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის 25-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა "კრუზეირომ" და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

მართალია, ტურნირის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო (13 ტური) დარჩა და ამ ტურში "გრემიომაც" იმარჯვა, მაგრამ მარსელო ოლივეირას გუნდი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ ტიტულის მოპოვებაში ხელს სასწაული თუ შეუშლის.

ამჯერად, "მელიებმა" საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ "პორტუგეზას" უმასპინძლეს და საქმე 30-ე წუთისთვის მოუთავეს. არადა, სტუმრებს უკანასკნელი სამი მატჩი მოგებული ჰქონდათ და ბელუ ორიზონტიშიც ოპტიმისტური განწყობით ჩავიდნენ, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ ანგარიში 4:0 იყო. ლიდერმა ბოლო 11 ტურში
მე-10 გამარჯვება (1 ფრე) მოიპოვა.

საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდა "პონტე პრეტა" - სან პაულოს წარმომადგენელმა ორ დღეში ორი მატჩი ჩაატარა და ნული ქულა აიღო.

ჯერ, ჟორჟინიოს შეგირდებმა აუტსაიდერ "ნაუტიკოს" უმასპინძლეს და 1:2 წააგეს, არადა, მასპინძელთა დამრიგებელმა აქცენტი სწორედ ამ მატჩზე გააკეთა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა. ორი დღის შემდეგ კი მეორე შემადგენლობით მოთამაშე "პონტე პრეტამ" "ატლეტიკო მინეიროსთან" უშანსოდ, 0:4 წააგო.

ლიბერტადორესის თასის მფლობელთა რიგებში დუბლის ავტორი ჟო და ორი საგოლე გადაცემის შემსრულებელი ლუანი გამოირჩნენ.

3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "ბოტაფოგომ", რომელიც "ფლუმინენსე" დაუზავდა. კლარენს ზეედორფის გუნდმა ძალიან მოუკლო და უკვე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მომდევნო ტურში "ფოგო" მეორე ადგილზე მყოფ "გრემიოს" ეთამაშება, რომელმაც ამ ტურში "ატლეტიკო პარანაენსეს" 1:0 მოუგო.

ერთადერთი გოლი კრისტიან რივეროსმა გაიტანა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ედუარდო ვარგასმა კი წითელი ბარათი მიიღო, ასე რომ, ჩილეს ნაკრების წევრი "ბოტაფოგოს" ვერ დაუპისპირდება, რაც ოსვალდო დე ოლივეირას გუნდის შანსებს გაზრდის.

ბრაზილია. სერია A. XXV ტური
პონტე პრეტა-ნაუტიკო 1:2
გოლები: 1:0 ვილიამი (45), 1:1 უგო (81), 1:2 მაიკონ ლეიტე (90)

გრემიო-ატლ. პარანაენსე 1:0
გოლი: 1:0 რივეროსი (44)
გაძევება: ლუის ალბერტო (69. ატლეტიკო პარანაენსე), ე. ვარგასი (73. გრემიო), პედრო ბოტელიო (84. ატლეტიკო პარანაენსე)

კრუზეირო-პორტუგეზა 4:0
გოლები: 1:0 ევერტონ რიბეირო (6), 2:0 ბორჟესი (16), 3:0 ვილიანი (28), 4:0 ბორჟესი (30)

ფლუმინენსე-ბოტაფოგო 1:1
გოლები: 1:0 ბირო ბირო (3), 1:1 ბოლივარი (14)

ვიტორია-გოიასი 2:1
გოლები: 1:0 დ. ესკუდერო (16), 1:1 პედრაო (35), 2:1 ვილიამ ენრიკე (88)

კორინთიანსი-ბაია 2:0
გოლები: 1:0 გერერო (21), 2:0 კლებერი (41)

კორიტიბა-ფლამენგო 0:2
გოლები: 0:1 ანდრე სანტოსი (45), 0:2 უოლასი (50)
გაძევება: ჟერმანო (83. კორიტიბა)

სანტოსი-სან პაულო 3:0
გოლები: 1:0 ედუ დრასენა (23), 2:0 ტიაგო რიბეირო (60), 3:0 ლეო ბასტოსი (90)
გაძევება: ალისონი (43. სანტოსი)

ვასკო-ინტერნასიონ. 3:1
გოლები: 1:0 ედმილსონი (10), 1:1 ჟორჟე ენრიკე (19), 2:1 ანდრე (43), 3:1 ვილი (75)

VIII ტურის გამოტოვებული მატჩი
ატლ. მინეირო-პონტე პრეტა 4:0
გოლები: 1:0 მარკოს როჩა (7), 2:0 ჟო (24), 3:0 ჟო (71), 4:0 ალეკსანდრო (83)

Sportall.Ge

ბომბარდირები: 15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 12 - ვილიამი (პონტე პრეტა); 11 - ჟილბერტო (პორტუგეზა); 10 - ალექსი (კორიტიბა), ანდრე (ვასკო და გამა), ფერნანდაო (ბაია); 9 - ერნანი (ფლამენგო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXIV ტური: დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული