კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელის, კლარენს ზეედორფის გადაყენების შესახებ გამოაცხადა.
ზეედორფის სამუშაოდან დათხოვნის მიზეზი ნაკრების აფრიკის თასზე წარუმატებელი ასპარეზობაა.
კამერუნელებმა ჯგუფური ბარიერი კი დაძლიეს, მაგრამ მერვედფინალში ნიგერიასთან დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ.
43 წლის ზეედორფმა კამერუნის ნაკრები გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა.
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
კლარენს ზეედორფმა სამწვრთნელო საქმიანობა სანაკრებო დონეზეც დაიწყო