12 ოქტომბერს პენტაკამპეონებმა სამხრეთ კორეის ნაკრებს სეულში გამართულ ამხანაგურ მატჩში მოუგეს - 2:0. ამ თამაშში ანგარიში ნეიმარმა გახსნა, რომლის წინააღმდეგაც მასპინძლები საკმაოდ ბევრჯერ - 12-ჯერ დაჯარიმდნენ.
სხვათა შორის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ბრაზილიერი ლეგიონერი მასზე დაჯარიმების რაოდენობის მხრივ ლიდერია.
"ეს უკვე ჩემთვის ჩვეულებრივია, მეტოქეთა უხეშობა მუდამ თან მდევს. მაგრამ არა უშავს, ესეც ხომ თამაშის ნაწილია", - თქვა ნეიმარმა.
21 წლის გოლეადორმა თავისი გუნდი შეაქო,
"ჩემს თანაგუნდელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ყველამ, ვინც მოედანზე იყო, ბრწყინვალედ ითამაშა", - აქვეყნებს ნეიმარის ნათქვამს goal.com.
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მეტოქეები მის წინააღმდეგ წესებს ხშირად არღვევენ