ბრაზილია. სერია A. XXIX ტური: "კრუზეირომ" მოგების გემო გაიხსენა

AutoSharing Option
მორიგი ტური გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატში, სადაც ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, იმარჯვა "კრუზეირომ" და "გრემიოსთან" 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ლიდერმა საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი "ფლუმინენსე" დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა მატჩი 9 კაცით ჩაამთავრეს, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს - თავი "ბრაზილეირაოს" 2011 წლის საუკეთესო ბომბარდირმა ბორჟესმა გამოიჩინა.

როგორც აღვნიშნეთ, "მელიებმა" "გრემიოსთან" 10-ქულიანაი უპირატესობა შეინარჩუნეს. პორტუ ალეგრის ბინადრებმა ასევე მინიმალური სხვაობით იმარჯვეს - "კორინთიანსს" ერნან ბარკოსმა გაუტანა 8-მატჩიანი უგოლო სვლა შეწყვიტა. სამაგიეროდ, მორიგი მატჩი ჩააგდო "ბოტაფოგომ" და კლარენს ზეედორფის გუნდი, რომელიც
ერთ დროს ჩემპიონატის ლიდერიც იყო, ახლა უკვე მეოთხე ადგილზეა. "ფოგო" "ვიტორიამ" დაამარცხა, რომელმაც ჩავარდნის პერიოდი დაძლია და ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ჩემპიონატის ყოფილ ლიდერებზე თუ მიდგა საქმე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შავ დღეში მყოფი "კორიტიბა" - პარანას შტატის წარმომადგენელმა ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა (1 მოგება, 3 ფრე და 7 მარცხი) და ახლა ალექსის, ლინკოლნის, დარიო ბოტინელის, დეივიდის და სერხიო ესკუდეროს გუნდი ზედ გასავარდნი ზონის თავზე, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა "ნაუტიკომ" და ლიგიდან დაქვეითება პრაქტიკულად გაინაღდა, "სან პაულომ" კი 4-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო" და მე-12 ადგილზე გადავიდა. სამაგიეროდ, კვლავ გასავარდნ ზონაშია "ვასკო და გამა", ვინც საკუთარ მოედანზე "გოიასთან" ვერაფერს გახდა. არც ისტორიით, არც ფეხბურთელებით და არც მწვრთნელით გამორჩეული ლიგის ეს დებიუტანტი მეექვსე პოზიციაზეა და ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის იბრძვის.

XXIX ტური

კრუზეირო-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 ბორჟესი (18)
გაძევება: რაფაელ სობისი (77. ფლუმინენსე), ფელიპე (90. ფლუმინენსე)

სან პაულო-ნაუტიკო 3:0
გოლები: 1:0 ადემილსონი (31), 2:0 განსო (66), 3:0 ველიტონი (74)

პონტე პრეტა-კორიტიბა 1:0
გოლი: 1:0 უენდელი (31)

კრისიუმა-პორტუგეზა 1:3
გოლები: 0:1 ჟილბერტო (10), 0:2 ბერგსონი (14), 1:2 მატეუს ფერაზი (71), 1:3 ენრიკე (90)

ფლამენგო-ბაია 2:1
გოლები: 1:0 პაულინიო (52), 1:1 ფერნანდაო (79), 2:1 ერნანი (85)

გრემიო-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 ბარკოსი (50)

ატლ. პარანაენსე-ატლ. მინეირო 1:0
გოლი: 1:0 როჟერი (85)
გაძევება: ალეკსანდრო (73. ატლეტიკო მინეირო), მარკოს როჩა (89. ატლეტიკო მინეირო)

ვასკო-გოიასი 0:2
გოლები: 0:1 როდრიგო (37), 0:2 უგო (68)

ვიტორია-ბოტაფოგო 1:0
გოლი: 1:0 ვილიამ ენრიკე (78)

სანტოსი-ინტერნასიონ. 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 29 19 5 5 59-24 62
2. გრემიო 29 15 7 7 35-24 52
3. ატლ. პარანაენსე 29 14 9 6 47-35 51
4. ბოტაფოგო 29 14 7 8 42-33 49
5. ვიტორია 29 12 7 10 41-41 43
6. გოიასი 29 11 10 8 35-34 43
7. ატლ. მინეირო 29 11 9 9 33-29 42
8. ინტერნასიონ. 29 10 11 8 43-40 41
9. სანტოსი 29 10 10 9 34-30 40
10. ფლამენგო 29 10 10 9 36-35 40
11. პორტუგეზა 29 10 7 12 44-42 37
12. სან პაულო 29 10 7 12 29-29 37
13. კორინთიანსი 29 8 13 8 22-18 37
14. ბაია 29 9 9 11 31-37 36
15. ფლუმინენსე 29 9 8 12 32-36 35
16. კორიტიბა 29 8 10 11 31-38 34
17. კრისიუმა 29 9 5 15 38-50 32
18. ვასკო 29 8 8 13 38-47 32
19. პონტე პრეტა 29 8 5 16 30-42 29
20. ნაუტიკო 29 4 5 20 19-55 17

ბომბარდირები: 15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა); 13 - ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 11 - ვალტერი (გოაისი), ანდრე (ვასკო და გამა); 10 - ალექსი (კორიტიბა), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXVIII ტური: ლიდერი დერბიში დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული