კეირისონი ცოცხალი ყოფილა
ერთ დროს ჩემპიონატის ლიდერმა "კორიტიბამ", რომელმაც ძალიან მოუკლო და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა, საკუთარ მოედანზე ამჟამინდელ ლიდერს უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა.
გამარჯვების გოლი სტუმრებს მათმა ყოფილმა ფეხბურთელმა, კეირისონმა გაუტანა და ისე გაიხარა, რომ ყვითელი ბარათი მიიღო და ცრემლებიც დაღვარა. ეს გასაკვირი ნამდვილად არაა - 24 წლის ფორვარდმა, რომელიც
როგორც შესავალში აღვნიშნეთ, მარსელო ოლივეირას გუნდმა ბოლო 4 ტურში მესამე მარცხი განიცადა, მაგრამ მის ლიდერობას ჯერ ნამდვილად არაფერი ემუქრება, რადგან მისი კონკურენტებიც ძალიან არასტაბილურად ასპარეზობენ.
დაკარგული შანსი
"ბოტაფოგო" "ვასკოს" 7 წუთის შემდეგ 2:0-ს უგებდა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა. მასპინძელთა რიგებში პირველი ბურთი 21 წლის დანკლერმა გაიტანა, ვინც "ფოგოს" შემადგენლობაში მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა. სტუმართა მხრიდან კი თავი ჟუნინიო პერნამბუკანომ გამოიჩინა - ვეტერანმა ნახევარმცველმა ორი საგოლე პასი მიითვალა.
დამარცხდა ოთხეულის კიდევ ერთი ბინადარი - "ატლეტიკო პარანაენსე", რომელიც "გოიასთან" განადგურდა. ეს უკანასკნელი სერია A-ს დებიუტანტია, მაგრამ ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და უკვე მეხუთე ადგილზეც იმყოფება. ამ გამარჯვების წყალობით, "გოიასმა" იმავე "ატლეტიკოსთან" სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.
დერბი ფრედ დასრულდა
კიდევ ერთი ლიდერი, რომელმაც ქულები დაკარგა, "გრემიო" გახლავთ, თუმცა რენატო გაუჩოს გუნდს "ინტერნასიონალის" სახით ყველაზე რთული მეტოქე ჰყავდა. პორტუ ალეგრის დერბი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა "გრემიომ" ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ედუარდო ვარგასის გოლით კი წინაც გავიდა. შეხვედრის საბოლოო შედეგი ანდრეს დალესანდრომ დააფიქსირა, რომელმაც 11-მეტრიანი გამოიყენა.
მურისის ეფექტი
მურისი რამალიო მართლაც გენიალური მწვრთნელია. 57 წლის სპეციალისტის დაბრუნებამ "სან პაულოზე" შესანიშნავად იმოქმედა. ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონმა მოკლე პერიოდში მკვეთრად მოუმატა, ბოლო 5 მატჩში 13 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას გვარიანად დაშორდა.
მორიგ ტურში "სან პაულომ" ერთ-ერთ კონკურენტ "ბაიას" სტუმრად მოუგო, არადა, 34-ე წუთზე სტუმრებს დენილსონი გაუძევეს, 78-ეზე კი მაიკონი.
სერია A. XXX ტური
ფლუმინენსე-პონტე პრეტა 1:1
გოლები: 0:1 რაფაელ რატაო (82), 1:1 დიეგო საკომანი (85-საკ. კარში)
ნაუტიკო-სანტოსი 1:5
გოლები: 0:1 ტიაგო რიბეირო (1), 0:2 სისერო (22), 0:3 ევერტონ კოშტა (25), 0:4 სისინიო (27), 1:4 მაიკონ ლეიტე (51), 1:5 სისერო (89)
კორინთიანსი-კრისიუმა 1:0
გოლი: 1:0 პატო (60)
ბაია-სან პაულო 0:1
გოლი: 0:1 ალოიზიო (25)
გაძევება: დენილსონი (34. სან პაულო), მაიკონი (78. სან პაულო)
ინტერნასიონ.-გრემიო 2:2
გოლები: 1:0 ვილიანსი (4), 1:1 ჯექსონი (41-საკ. კარში), 1:2 ე. ვარგასი (52), 2:2 დალესანდრო (61-პენ)
გოიასი-ატლ. პარანაენსე 3:0
გოლები: 1:0 რონი (18), 2:0 დუდუ (27), 3:0 ვალტერი (90)
ატლ. მინეირო-ფლამენგო 1:0
გოლი: 1:0 ლუკას კანდიდო (57)
ბოტაფოგო-ვასკო 2:2
გოლები: 1:0 დანკლერი (6), 2:0 ლოდეირო (7), 2:1 ჟომარი (54), 2:2 პედრო კენი (68)
კორიტიბა-კრუზეირო 2:1
გოლები: 1:0 კარლინიოსი (42), 1:1 დაგობერტო (62-პენ), 2:1 კეირისონი (73)
პორტუგეზა-ვიტორია 1:1
გოლები: 0:1 ლ. კასერესი (19), 1:1 მოიზესი (63)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 30 19 5 6 60-26 62
2. გრემიო 30 15 8 7 37-26 53
3. ატლ. პარანაენსე 30 14 9 7 47-38 51
4. ბოტაფოგო 30 14 8 8 44-35 50
5. გოიასი 30 12 10 8 38-34 46
6. ატლ. მინეირო 30 12 9 9 34-29 45
7. ვიტორია 30 12 8 10 42-42 44
8. სანტოსი 30 11 10 9 39-31 43
9. ინტერნასიონ. 30 10 12 8 45-42 42
10. სან პაულო 30 11 7 12 30-29 40
11. ფლამენგო 30 10 10 10 36-36 40
12. კორინთიანსი 30 9 13 8 23-18 40
13. პორტუგეზა 30 10 8 12 45-43 38
14. კორიტიბა 30 9 10 11 33-39 37
15. ფლუმინენსე 30 9 9 12 33-37 36
16. ბაია 30 9 9 12 31-38 36
17. ვასკო 30 8 9 13 40-49 33
18. კრისიუმა 30 9 5 16 38-51 32
19. პონტე პრეტა 30 8 6 16 31-43 30
20. ნაუტიკო 30 4 5 21 20-60 17
ბომბარდირები: 15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა); 13 - ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 12 - ვალტერი (გოიასი); 11 - ანდრე (ვასკო და გამა); 10 - დალესანდრო (ინტერნასიონალი), ალექსი (კორიტიბა), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), სისერო (სანტოსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXIX ტური: "კრუზეირომ" მოგების გემო გაიხსენა